აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს

  როგორც “კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში უკვე70 მილიონის რისკია დაზღვეული და 12000 პოლისზე მეტია გაცემული.
“სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეს ინიციატივა, რომელიც სექტემბრიდან დაიწყო, ფერმერებისთვის საინტერესო და ხელსაყრელი აღმოჩნდა. მათ მოსავლის დასაზღვევად სადაზღვევო კომპანიებთან აქტიურად ითანამშრომლეს. საპილოტე პროგრამის სუბსიდიის თანხამ, რომელიც 5,000,000 ლარს შეაგენდა, უკვე ათვისებულია. შესაბამისად იზრდება საპილოტე პროგრამის ბიუჯეტი.
პროგრამის მიზნები ფაქტიურად მიღწეულია და საშემოდგომო კულტურების დაზღვევა კვლავ გაგრძელდება. რაც შეეხება საგაზაფხულო კულტურებს, მათი დაზღვევა მომდევნო წლიდან მოხდება. პროგრამის ირგვლივ ინტერესი არ იკლებს და მომდევნო წელსაც გაგრძელდება“-აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, წლის ბოლოს, დეტალური ანალიზის შედეგად პროგრამის შედეგები შეჯამდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები