მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საბჭოს წევრებმა ახალი აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
მთავრობის მეთაურის ინიციატივით, 2015 წელს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ შექმნა იგეგმება, რომლის ფარგლებში, საქართველოში ყოველწლიურად, აბრეშუმის გზის მომავლით დაინტერესებული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება.
ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე აბრეშუმის გზის პირველი ფორუმის მოსამზადებელ სამუშაოებზეც იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები