მაია მიმინოშვილი: არა თუ მერიას, არც ერთ უწყებას არ აქვს შეხება ჩვენს მიერ მომზადებულ ტესტებთან

არათუ მერიას, არამედ არც ერთ სხვა უწყებას არ აქვს შესაძლებლობა ოდნავ მაინც ჰქონდეს შეხება ჩვენს მიერ მომზადებულ ტესტებთან, – ასე გამოეხმაურა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ჟურნალისტის შეკითხვას – იყო თუ არა ტესტების იურიდიული ნაწილი მომზადებული თბილისის მერიის მიერ.
“ჩვენი ორგანიზაცია არასდროს არ იღებს ისეთ სამუშაოს, სადაც ნაწილობრივ აკეთებს რაიმე საქმეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქტის კონფიდენციალურობა და რადგანაც სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას, არათუ მერიას, არამედ არც ერთ სხვა უწყებას არ აქვს შესაძლებლობა ოდნავ მაინც ჰქონდეს შეხება ჩვენს მიერ მომზადებულ ტესტებთან”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მერიის მოხელეთა საატესტაციო ტესტების იურიდიული ნაწილს მერიის დაკვეთით შედგენილს უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები