გიგა ბოკერია ირაკლი ალასანიას გენერალ კალანდაძის დაკავების ფაქტს ახსენებს

   “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას გენერალ გიორგი კალანდაძის დაკავების ფაქტს ახსენებს და აცხადებს, რომ ცუდია, ბატონი ალასანია მაშინ ვერ ხედავდა და დღეს ხედავს “პოლიტიკურ ინტრიგას”.
„ყველანი ვხედავთ, აქ არის ყველა ნიშანი იმისა, რომ პოლიტიკურ ინტრიგასთან გვაქვს საქმე. პოლიტიკური ინტრიგისთვის და პოლიტიკური ამოცანებისთვის კვლავ სამართალდამცავ ორგანოებს იყენებენ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა.
ცუდია, რომ მინისტრი ალასანია მხოლოდ ახლა ხედავს ამას და როცა გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, ბატონ კალანდაძეს სრულიად უკანონოდ აკავებდნენ, მაშინ ვერ ხედავდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები