მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციას პარტნიორი არასდროს უძებნია ქართველ ხალხში, პარტნიორებს ეძებენ ქვეყნის გარეთ, რომ დააზიანონ საქართველოს ინტერესები
“ოპოზიციას პარტნიორი არასდროს უძებნია ქართველ ხალხში”,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ისინი პარტნიორებს ქვეყნის გარეთ ეძებენ, რათა საქართველოს ინტერესები დააზიანონ.
„ოპოზიციური ალიანსების დღის წესრიგი გასაგებია, არის დესტრუქციული, რადიკალური და შესაბამისად პარტნიორებს ეძებენ ქვეყნის გარეთ, რომ დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ინტერესები. ოპოზიციას პარტნიორი არასდროს უძებნია ქართველ ხალხში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.