ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციის მდგომარეობა ძალიან მძიმეა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი
ბრიტანეთის ელჩთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრას გამოეხმაურა.
„ეს კიდევ ერთი დასტურია მათი მხრიდან, რომ მთლიანად გარე მითითებებს იღებენ, სადაც შუამავლობენ ელჩები, ამ შემთხვევაში ბრიტანეთის, გერმანიისა და ევროკავშირის ელჩები. კარგად გვახსოვს არჩევნების პერიოდში, თავიდან ბოლომდე ბრიუსელიდან ჩაუტარეს საარჩევნო კამპანია ისე, რომ ველზეც არ გასულან და იმავეს ასრულებენ. ეს ალიანსიც რომ ჩამოყალიბდა, სააკაშვილსა და გვარამიას წამოსცდათ, რომ გარე მითითების საფუძველზე ჩამოყალიბდა. სწორედ ამიტომ, ოპოზიციის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ჩვენი მოქალაქეების უდიდესმა უმრავლესობამ გაშიფრა, რომ ისინი თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.