თბილისის მერიის 37 თანამშრომელი ატესტაციის პირველ ეტაპზე არ გამოცხადდა

  თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მერიის თანამშრომლებისთვის ატესტაციის გამოცდები მიმდინარეობს.
ატესტაციის პირველ ეტაპს – ტესტირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს.
თბილისის მერიის მოხელეთა ატესტაციის პირველ ეტაპზე 37 პირი არ გამოცხადდა.
თითოეულ აპლიკანტს 60 დავალება აქვს მიცემული.
კანონმდებლობის ნაწილი 45 დავალებისგან, ხოლო ზოგადი უნარების ნაწილი 15 დავალებისგან შედგება.
საგამოცდო სექტორს დამონტაჟებული ვიდეოთვალი აკონტროლებს. ტესტირების პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
ასევე ტესტირების მიმდინარეობას გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი აკვირდება.
ტესტირების მინიმალური გამსვლელი ზღვარია 75%-ი, ანუ 60 კითხვიდან არანაკლებ 45 სწორი პასუხი უნდა იყოს.
გამოცდის დასრულების შემდეგ პროგრამა ავტომატურად დაითვლის სწორი და არასწორი პასუხების რაოდენობას და მონაწილეს შედეგის ნახვა ადგილზე შეეძლება. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეს არ დააკმაყოფილებს ტესტირების შედეგი, მან უნდა მიმართოს სპეციალურად შექმნილ საპრეტენზიო კომისიას, რომელიც ტესტირების პროცესის დასრულებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს საჩივრებს და მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები