„ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ“

   საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მისი უწყების მაღალჩინოსნების დაკავების საკითხს გამოეხმაურა. ირაკლი ალასანია მისი თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია.
მისი თქმით, მთელი უწყება მოწადინებულია, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საზოგადოებამდე მივიდეს სრული ჭეშმარიტება.
“მთავარი, რაზეც კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, არის ის, რომ ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი. ამას სჭირდება გამჭვირვალე გამოძიება. მე დარწმუნებული ვარ ჩემი თანამებრძოლების, ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში, იმიტომ რომ მე ვაკვირდებოდი შესყიდვების პროცესს და ვიცი, რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა, თუმცა რადგან შეკითხვები გაუჩნდა ვიღაცას, ამას უნდა გაეცეს პასუხი”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები