ირაკლი ღარიბაშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით დაძაბულობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 15 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე მას აქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ პარტიის ლიდერები მართლაც გეგმავენ ჩამოიყვანონ ადამიანები რაიონებიდან, რათა ერთმანეთი აცემინონ.
ღარიბაშვილის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” არის ჩვეულებრივი დესტრუქციული ძალა, რომელიც დღითიდღე სუსტდება, არის პანიკაში, აქვთ შიდა ბრძოლები და სააკაშვილის ერთადერთი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გაახანგრძლივოს ამ გუნდის ერთობა.

“მათ უხდიან 15-დან 50-ლარამდე. მათ სურთ ჩამოიყვანონ რამდენიმე ასეული ადამიანი და ერთმანეთი აცემინონ. მათ თავში მუდმივად ასეთი იდეები ტრიალებს. მათი ეს მცდელობა არის სასაცილო. იგივეა, რომ შალვა ნათელაშვილმა დაგეგმოს რაღაც. უბრალოდ, არის უფრო მეტად მობილიზებულ-ორგანიზებული შალვა ნათელაშვილი დღეს სააკაშვილი. ერთმანეთს გვანან. შალვა ნათელაშვილი არის ძალიან ახლობელი სააკაშვილის. რაც არის “ნაციონალური მოძრაობა”, იგივეა ნათელაშვილი”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა დღეს არის ძლიერი და არათუ სააკაშვილის, არამედ არავის მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციას არ დაუშვებს ქვეყანაში. “ჩვენ ვართ ძლიერი მთავრობა და არათუ სააკაშვილის, არამედ არავის მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციას არ დავუშვებთ ქვეყანაში”, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით “ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დაპირისპირება აქვს.

“მე მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია. შიგნით საშინელი მდგომარეობა აქვთ, ერთმანეთს ვერ იტანენ. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, დაიწყეს საუბარი, რომ აი, ჩვენ აპრილში დავბრუნდებით და ყველა აპრილზე იყო გადართული. თავის თავს ატყუებენ, ერთმანეთს აძლევენ რაღაც გაუგებარ იმედს. შემდგომ გადადეს გაზაფხულზე, მერე შემოდგომაზე. ბოლოს დარჩება 10 კაცი და სექტად ჩამოყალიბდებიან”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები