ვინ არის პრემიერის ფავორიტი მინისტრი – ღარიბაშვილის განმარტება

მე არ მიმაჩნია სწორად, ვისაუბრო ფავორიტ მინისტრებზე და ვის ვაძლევ ყველაზე მეტ შენიშვნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. პრემიერმა განაცხადა, რომ იანვარში სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის მისი ფავორიტი მინისტრი და ვის აძლევს ყველაზე მეტ შენიშვნას, მთავრობის მეთაურის აცხადებს, რომ ამაზე საუბარი არასწორად მიაჩნია. “მე არ მიმაჩნია სწორად, ვისაუბრო ფავორიტ მინისტრებზე და ვის ვაძლევ ყველაზე მეტ შენიშვნებს. ვინც იმსახურებს შენიშვნას, ვაძლევ შენიშვნას. მთავრობა არის ძალიან ეფექტური. გვყავს მართალაც გამორჩეული მინისტრები. შეხედეთ მათ მუშაობას, მათ გამჭვირვალობას და ნახავთ, რომ მთავრობის თითოეული წევრი არის მოწოდებული, ემსახუროს ხალხს და ქვეყანას, ჩემთვის მთავარი ამოსავალი ეს არის”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები