პრემიერი: იოსებ გიორხელიძის გატაცების საქმეზე სასამართლომ ბრალდებულის ნომრის მოსმენაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

გიორხელიძის გატაცების საქმეზე სასამართლომ ბრალდებულის ნომრის მოსმენაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ტელეიმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ მოსმენების დროს ე.წ. გასაღებზე წვდომასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ერთ მარტივ მაგალითს გეტყვით, ბოლო დროს ადამიანის გატაცების თობაზე. შსს-მ პროკურატურის შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომ ესა თუ ის ნომერი ჩაერთოთ და გაეკონტროლებინათ, ვინაიდან ინფორმაცია ჰქონდათ ამ ბავშვის გატაცების თაობაზე და ერთ-ერთი კონკრეტული ეჭვმიტანილის, ამ შემთხვევაში დაკავებულის ტელეფონის ჩართვა სთხოვეს. საქმე ეხებოდა ადამიანის სიცოცხლეს, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულს. პირველ ჯერზე სასამართლომ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. თქვენ წარმოგიდგენიათ, ღმერთმა დაიფაროს და რამე რომ მომხდარიყო, ვისი პასუხისმგებლობა დადგებოდა ამ შემთხვევაში, ან გამოძიება ისე რომ არ წარმართულიყო?! ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ მოსახლეობას და იმ ადამიანებს მინდა განვუმარტო, რომლებიც მარტო თეორიაზე აცხადებენ პრეტენზიას, რომ ეს ყველაფერი უნდა გაიაზრონ“,- განაცხადა ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები