არჩილ გორდულაძე „კეთილდღეობის ინდექსზე“: „ატლანტიკურ საბჭოს“, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ მოსწონს ეს არ არის ახალი

„ატლანტიკურ საბჭოს“, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ მოსწონს ეს არახალია. მიუხედავად ამისა, ისინი ვერ გაექცნენ ობიექტურ ჭეშმარიტებას, რომ საქართველოში განსაკუთრებით ტოლერანტულები ვართ უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ. იმიტომ, რომ ასეთია ჩვენი, ქართული ბუნება,“ – ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებული კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს მოწინავე პოზიციებს.

„ეს ყველაფერი კანონმდებლობითაც გათვალისწინებულია და მკაცრია პასუხისმგებლობა უმცირესობების წარმომადგენლების უფლებების შელახვის შემთხვევაში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რომ თითქოს ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცული არ არის. მაგრამ ერთი არის განცხადებები და მეორე არის უკვე ფაქტები“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ატლანტიკურმა საბჭომ“ კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსის სრული დეტალური საანგარიშგებო მონაცემები გამოაქვეყნა კვლევაში, საზოგადოებრივი კეთილდღეობა გააზრებულია არა მხოლოდ მოსახლეობის შემოსავლების დონის, არამედ სოციალური თანასწორობის, უმცირესობათა უფლებების დაცულობის, გარემოს დაცვის, განათლების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით.

კვლევაში საქართველო უმცირესობის უფლებების დაცულობის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო ხუთეულშია, 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესით მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებს და მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორისაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები