ირაკლი კირცხალია: მოლდოვასა და საქართველოს შედარება არის თავხედური უტიფრობა

„მოლდოვასა და საქართველოს შედარება არის თავხედური უტიფრობა. სირცხვილია რაიმე პარამეტრით ამ ორი ქვეყნის ერთმანეთთან შედარება,“ – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

„არა მხოლოდ ჩვენს საზოგადოებას, არამედ მსოფლიოს უტიფრად ნაცარს აყრიან თვალში და ეუბნებიან, რომ შავზე არის თეთრი“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, მოლდოვაში გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 0,1% შეადგინა, ხოლო „აბსოლუტური სიღარიბის“ მაჩვენებელი იმავე პერიოდში 31,6%-დან 33,6%-იან ნიშნულამდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები