“გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მედია აბსოლუტურად თავისუფალი და ხელშეუხებელი იყოს”

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში მედია იყოს აბსოლუტურად თავისუფალი და ხელშეუხებელი, – აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
“მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად მედიით არასწორი ინფორმაცია შუქდება, არ ხდება პოზიტიური მოვლენების გაშუქება, ხშირად მოსახლეობას დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან, მესმის არაობიექტური კრიტიკა და ასე შემდეგ, ამას ვეგუები, რადგან გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო. ვარ სტუდიაში, რომელიც რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა დაარბია და მინდა აქ დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მედია აბსოლუტურად თავისუფალი და ხელშეუხებელი იყოს. ასევე კიდევ უფრო გაძლიერდეს სასამართლო – დღევანდელი ხელისუფლების პირობებში სასამართლოს საქმიანობაში არის ნული ჩაურევლობა. იმის მიუხედავად, რომ არსებობს კითხვები სასამართლოზე “ნაციონალური მოძრაობის” გავლენის შესახებ, ეს გავლენა დღითიდღე უფრო შესუსტდება. მოსამართლეები დარწმუნდნენ, რომ დღეს სხვა რეალობაა საქართველოში”, – განაცხადა პრემიერმა-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები