საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა ჩავარდა

 

     ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას, რომელიც მერიაში ატესტაციის მეორე ეტაპზე ვიდეო გადაღებას ითვალისწინებდა, საკრებულოს სხდომაზე რვა მომხრე და ოცდახუთი მოწინააღმდეგე ჰყავდა. მოწინააღმდეგეების განცხადებით კომისია ობიექტურად არის დაკომპლექტებული, რასაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ მასში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შედიან. რაიმე დარღვევის შემთხვევაში რეაგირებას ისინი მოახდენენ. ვიდეო გადაღების მომხრე იყო „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაზა ვეკუა. „კანონპროექტს, რომელიც გულისხმობდა, რომ ატესტაცია გამჭვირვალე და სამართლიანი ყოფილიყო, მხოლოდ ჩვენ დავუჭირეთ მხარი“, – განაცხადა ზაზა ვეკუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები