აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში ამბობს, რომ ირანში ბოლო ორი თვის განმავლობაში ათიათასობით მომიტინგე დაიღუპა.
“ვინმემ უთხარით პაპ ლეოს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ირანმა, სულ მცირე, 42 000 უდანაშაულო და სრულიად უიარაღო მომიტინგე მოკლა. ირანის მიერ ბირთვული ბომბის ფლობა აბსოლუტურად მიუღებელია. გმადლობთ ყურადღებისთვის. ამერიკა დაბრუნდა!” – წერს პრეზიდენტი ტრამპი.
მისი განცხადებით, აუცილებელია, რომ ვატიკანსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეწოდოს ინფორმაცია ირანში მიმდინარე პროცესების შესახებ და ადამიანის უფლებების დარღვევებზე ყურადღება გაიზარდოს.