სერგო რატიანი: ალასანიას პოლიტიკურად დევნიან

 

     „მე ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც თავდაცვის მინისტრს პოლიტიკურად დევნიან – ასე ეხმაურება თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მოადგილის პროკურატურაში დაბარების ფაქტს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი სერგო რატიანი
როგორც უმცირესობის წევრი მიიჩნევს, ხელისუფლება მოქმედი თავდაცვის მინისტრის დისკრედიტაციას შეგნებულად ცდილობს. „მე ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც თავდაცვის მინისტრს პოლიტიკურად დევნიან,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილე მთავარ პროკურატურაშია დაბარებული. ალექსანდრე ბატიაშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით დაიკითხება – ამის შეახებ „კვირას“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს. არსებული ინფორმაციით ალასანიას მოადგილე ორშაბათს 14 :00 საათზეა დაბარებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები