ელგუჯა ხოკრიშვილი პროექტ „გამიცანი“-ს პრეზენტაციას დაესწრო

 

    გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, კავშირი „ჩვენი ბავშვებისა“ და ეროვნული გალერეის ერთობლივი პროექტის „გამიცანი“-ს პრეზენტაციას დაესწრო. პროექტი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ცნობადობის გაზრდისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით ხორციელდება.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ეროვნულ გალერეაში, დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებმა სახელმწიფო სტრუქტურების პირველი პირების წარმომადგენლებთან და პროფესიონალ მხატვრებთან ერთად, ერთობლივი ნამუშევრები შექმნეს. ხოლო 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დღეს – ერთობლივი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ეროვნულ გალერეაში გაიმართება. ღონისძიების ამსახველი ბილბორდები საქარველოს სახადასხვა ქალაქში განთავსდება.
შეხვედრას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე ესწრებოდნენ. ოქტომბრის თვე მსოფლიოში დაუნის სინდრომის ცნობადობის გაზრდის თვედ გამოცხადდა. პროექტი ამ ტრადიციის საქართველოში დამკვიდრებას ითვალისწინებს, რომლის მიზანიც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა და აქტიურ ცხოვრებაში მათი ჩართულობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები