გიორგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელები 14 ქვეყნის დიპლომატმა გადასცა

 

       საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტი ელჩები მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელები 14 ქვეყნის დიპლომატმა გადასცა: ტაილანდის სამეფოდან (რეზიდენციით ქ. ანკარა), ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკიდან (რეზიდენციით ქ. ბუქარესტი), ქუვეითის სახელმწიფოდან (რეზიდენციით ქ. ბუქარესტი), არგენტინის რესპუბლიკიდან (რეზიდენციით ქ. ანკარა), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან (რეზიდენციით ქ. კიევი), პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკიდან (რეზიდენციით ქ. ბაქო), პერუს რესპუბლიკიდან (რეზიდენციით ქ. ანკარა), მონღოლეთიდან (რეზიდენციით ქ. ასტანა), ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიული რესპუბლიკიდან (რეზიდენციით ქ. ანკარა), ახალი ზელანდიიდან (რეზიდენციით ქ. ანკარა), ნორვეგიის სამეფოდან (რეზიდენციით ქ. ბაქო), ესპანეთის სამეფოდან (რეზიდენციით ქ. ანკარა), სლოვენიის რესპუბლიკიდან (რეზიდენციით ქ. კიევი) და ზამბიის რესპუბლიკიდან (რეზიდენციით ქ. ანკარა).
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს, მეუღლეებთან ერთად, არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები