გლდანის ცენტრალური პარკის დასუფთავება
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე ცენტრალური პარკი კაპიტალურად დაასუფთავეს. ამის შესახებ ინფორმაციას “თბილსერვის ჯგუფი” ავრცელებს.
“ამას გარდა, თბილისის ათივე რაიონში 60-მდე სკვერი და რეკრეაციული სივრცე დასუფთავდა კაპიტალურად.
სკვერებში ანალოგიური სამუშაოები სისტემატურად სრულდება, ცენტრალური რაიონული პარკები კი ყოველდღიურად სუფთავდება”,- წერია ინფორმაციაში.