მანანა კობახიძე: ვადებს არ უნდა გადავაყოლოთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ ისეთ ტექნიკურ საკითხს, როგორც ვადებია, მოსმენებთან დაკავშირებულ კანონში შესატანი ცვლილებები არ უნდა შეეწიროს.
დეპუტატმა აღნიშან, რომ პარლამენტს ვეტოს დასაძლევად 76 ხმა დასჭირდება, თუმცა გუშინ კანონს ამდენი ხმით მხარდაჭერა არ ჰქონდა, ამიტომ პრობლემა იკვეთება.
„დადგება საკითხი იმისა, რომ ვეტო 76 ხმით უნდა დავძლიოთ. გუშინ ამ კანონს მხარდაჭერა არ ჰქონდა, ამიტომ პრობლემა, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ეს არის დემოკრატიული პროცესი, ასეთია ურთიერთობა პრეზიდენტსა და პარლამეტს შორის. მას უფლება ჰქონდა გამოეყენებისა ვეტოს უფლება და გამოიყენა. ჩვენ ვალდებული ვართ, განვიხილოთ და ან გავიზიაროთ, ან არა. ამ ტექნიკურ საკითხს, ვადებს არ უნდა გადავაყოლოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები