საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ილჰამ ალიევს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უმასპინძლა.

ცერემონიის ფარგლებში შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები