ლაშა ტუღუში გიორგი მარგველაშვილს მადლობას უხდის

კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელი ლაშა ტუღუში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა. ტუღუშმა აღნიშნული ინფორმაცია დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მარგველაშვილმა კანონპროექტზე ვეტოს დადებით ადამიანის უფლებებზე იფიქრა.
„პრეზიდენტმა მიიღო ღირსეული, სწორი გადაწყვეტილება. ეს იყო აბსოლუტურად გამართლებული გადაწყვეტილება. ადამიანური თვალსაზრისითაც სწორია, იმიტომ რომ ადამიანებზე არის გათვლილი. პრეზიდენტმა იფიქრა ადამიანის უფლებებზე და არა რაღაც კონიუნქტურაზე, რომელიც დღეს მეფობს ამ ქვეყანაში, რაც არის ძალიან ცუდი. ასეთი გადაწყვეტილებები სჭირდება ქვეყანას, ასეთი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსები გვჭირდება ჩვენ და მე მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები