ბუდაპეშტსა და თბილისს შორის, შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს

საქართველოსა და უნგრეთს შორის ტურიზმის საკითხებზე სპეციალურად შექმნილი ჯგუფი იმუშავებს.
ხელი სამწლიან გეგმას მოეწერა, რაც ორი ქვეყნის ტურიზმის ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობას გულისხმობს. “თქვენ უკვე იცით, რომ პირდაპირი ავიარეისები წელს ბუდაპეშტსა და ქუთაისს შორის უკვე გაიხსნა. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ბუდაპეშტსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების განხორციელების შესაძლებლობაზე. ეს უდავოდ ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას საქართველოდან უნგრეთში და უნგრეთიდან საქართველოში”, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები