თინა ხიდაშელი: ვეტოს შესახებ ჟრიამულში იქნებ თავად აქტი წაგვეკითხა

დეპუტატი თინა ხიდაშელი საზოგადოებას პრეზიდენტის ვეტოს შესახებ აქტის წაკითხვისკენ მოუწოდებს. როგორც დეპუტატი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, პრეზიდენტმა პარლამეტს შენიშვნები გაუგზავნა და მათი 1 დეკემბრამდე მოგვარება ითხოვა, თუმცა როგორ ხიდაშელი აცხადებს, გიორგი მარგველაშვილს არ უთქვამს, რომ მორჩა, უპასუხისმგებლო ვარ და არ მაინტერესბს, ხვალიდან რა მოხდებაო.
„მეგობრებო, ვეტოს შესახებ ჟრიამულში იქნებ თავად აქტი წაგვეკითხა. “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციის საიდუმლოების დაცვისათვის დადგენილი რეგულაციების სრულფასოვანი ამოქმედებისათვის წესის შესამუშავებლად მიზანშეწონილად მიგვაჩნია, განისაზღვროს გონივრული ვადა – არაუგვიანეს 2014 წლის 1 დეკემბრისა. ამასთან, ახალი რეგულაციების მიღების ვადის 2014 წლის 1 დეკემბრამდე განსაზღვრის შემთხვევაში, მათი ამოქმედებაც ასევე უნდა განხორციელდეს გონივრულ ვადებში.”
შენიშვნები გამოგზავნა და თქვა, რომ 1 დეკემბრამდე მოაგვარეთ ეს საკითხებიო. მორჩა და, უპასუხისმგებლო ვარ და არ მაინტერესებს, ხვალიდან რა მოხდებაო, არ უთქვამს პრეზიდენტს. ასე არ შეიძლება. მნიშვნელოვანი საკითხია, უპრინციპულესი თემაა, და ცოტა აზრიანად რომ მივუდგეთ, არა, ვისაც მთლიანად წაკითხვა დაგეზარებათ (არადა კარგი ტექსტია), ბოლო აბზაცი წაიკითხეთ“, – წერს ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები