პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 76 ხმა სჭირდება

დღევანდელი კონსტიტუციით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 76 ხმა სჭირდება.
თუკი პარლამენტი ვეტოდადებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებას აპირებს და ვეტოს დაძლევა არ სურს, საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც კანონპროექტის მიღებას სჭირდებოდა. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში კი, რაც პირვანდელი კანონპროექტის კენჭისყრას გულისხმობს, მის მისაღებად საჭირო იქნება პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი – ანუ 76 ხმა.
იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი ვეტოდაძლეულ კანონს დადგენილ ვადაში ხელს კვლავ არ მოაწერს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები