ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, პრეზიდენტის ვეტო ხელისუფლების გამარჯვებაა

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე პრეზიდენტის მიერ მოსმენების კანონპროექტზე ვეტოს დადებას დადებითად აფასებს. როგორც ლაგაზიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, საქართველოს ძლიერი პრეზიდენტი ჰყავს და ქვეყანაში ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსია.
„საქართველოს ჰყავს ძლიერი პრეზიდენტი, საქართველოში არის ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსი, საქართველოს ჰყავს მთავრობა და პარლამენტი, რომელთა მმართველობის პირობებში შესაძლებელია, ვეტოს გამოყენება. მე ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლების ყველა შტო ხვდება, ან მიხვდება, რომ დღეს არავინ არ დამარცხდა, პირიქით: ეს დღე ყველა მათგანის გამარჯვებაა, რადგან სწორედ მათი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა ეს და “ეს” – დემოკრატიაა! გადახედეთ ფეისბუქის ემოციებს და მიხვდებით, სადაა სიმართლე და რა ცოტაა საჭირო ხალხის ბედნიერებისთვის: სულ რაღაც პრეზიდენტის ვეტო“, – წერს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები