დარჩიაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უმრავლესობის უნიათობას უკავშირებს – პარლამენტი ვეტოს ვერ დაძლევს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი დავით დარჩიაშვილი საქართველოს პრეზიდენტი მიერ ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადების ფაქტს “კვირასთან“ აფასებს და ვარაუდობს, რომ პარლამენტი ვეტოს დაძლევას ვერ მოახერხებს.
“ეს იყო უმრავლესობის უნიათობისა და პრინციპების არქონის გამოვლენა, ერთის მხრივ ვერ შეთანხმდენენ მექანიზმებზე – ამ ე.წ. გასაღებზე წვდომის, მონაცემების შენახვის თაობაზე და მეორეს მხრივ, თავისივე იდეების – ამ საკითხის სამოქალაქო საზოგადოების მიერ კონტროლის თაობაზე უარყვეს. სამართლებრივ ჩიხში შევიდნენ, წარამტებით ქმნიან პრობლმებს და შემდეგ “წარმატებით“ ცდილობენ ამ პრობლემების დაძლევას, მე მგონი ძალიან მცირეა ვეტოს დაძლევის შანსი, თუ ვეტო დაძლიეს ეს ნიშნავს, რომ მათ შეძლეს საპარლამენტო უმრავლესობის იმ ნაწილის გადაბირება, რომლებიც გულანთებულები ეწონააღმდეგებოდნენ კანონის ამ სახით მიღებას. ცოტა ეჭვი მეპარება, რომ ეს მოახერხონ, “- განუცხადა “კვირას“ დავით დარჩიაშვილმა. ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი მარგველაშვილის განცხადების იმ ნაწილს, რომ სახელმწიფოს გაძილერების სიმბოლოდ სააკაშვილის რეჟიმმა უკანონო მოსმენები აიღო- დემოგოგიურს უწოდებს. დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ ამ განცხადებით მარგველაშვილმა პრემიერის გულის მოგება სცადა. “პრეზიდენტს ცოტა არ იყოს დემოაგოგიური გამოსვლა ქონდა. რადგან ყველაფერი წინამორბედს გადააბრალა და ამით ღარიბაშვილის გულის მოგება სცადა, მაგრამ რა შუაშია წინამორბედი, გამოტოვა შევარდნაძის პერიოდი, თურმე საბჭოთა პერიოდის და სააკაშვილის მმართველობის გარდა მეტი არაფერი ყოფილა ქვეყნის ისტორიაში“-აცხადებს დარჩიაშვილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ვეტო დაადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები