“საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, რათა ელექტროენერგიაზე ტარიფი საზოგადოებისთვის შეღავათიანი ყოფილიყო” – ვოლსკი

“ტარიფების თემა პოლიტიკური დებატებისა და დაპირისპირებისთვის საკმაოდ ნოყიერი ნიადაგია, საქართველოს ხელისუფლებამ ამ პერიოდის განმავლობაში, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ტარიფი საზოგადოებისთვის შეღავათიანი ყოფილიყო”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ხუთი თეთრით გაზრდის საკითხს გამოეხმაურა.

„ზოგადად, მსოფლიოში ძალიან მძიმე პროცესები მიდის და ხშირ შემთხვევაში არათუ საქართველოს, არამედ გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფოს ხელისუფლებებს არ ხელეწიფებათ, ტარიფებში ცვლილება მოახდინონ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები