“ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა პარტიაში იყო დაქსაქსული, რომელიც ახლა გაერთიანებულია; მათი გაყრა და შეყრა არაერთხელ გვინახავს” – გორდულაძე
“ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა პარტიაში იყო დაქსაქსული, რომელიც ახლა გაერთიანებულია. მათი გაყრა და შეყრა არაერთხელ გვინახავს, რის უკანაც მხოლოდ მათი პატრონების გადაწყვეტილება დგას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
როგორც გორდულაძემ განმარტა, მათ არავინ ეკითხება არც რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას, არც ერთმანეთთან თანხმობას, არც ერთმანეთთან დაპირისპირებას.
“მთავარია, რაზე შეიძლება, წავიდნენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული პირები? იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა დააზიანონ, გააშავონ და როგორმე თავიანთი წარმატების რაიმე შანსი მაინც გააჩინონ. ეს პარტიები თავიანთ მხარდაჭერას გარეთ ეძებენ და ავიწყდებათ, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს და არა რომელიმე უცხო სახელისა და გვარის მქონე პირი“, –
თქვა გორდულაძემ.