“რადიკალური და დაფინანსებული ჯგუფები ცდილობენ, რომ ეკლესიის შიდა საქმეებში ხელები აფათურონ” – დავით მათიკაშვილი
“რადიკალური და დაფინანსებული ჯგუფები ცდილობენ, რომ ეკლესიის შიდა საქმეებში ხელები აფათურონ”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პატრიარქის სურვილი და დამოკიდებულებაც თვალსაჩინოა, თუ რა გზით უნდა გააგრძელოს დედაეკლესიამ სიარული.
“დღეს კონკრეტული პირების მხრიდან ბინძურ კამპანიას და მცდელობას ვხედავთ იმის, რომ ეკლესიის დისკრედიტაცია მოხდეს, კონკრეტული სასულიერო პირები გააშავონ. ეს ადამიანები იმ ვერაგ დამოკიდებულებას და პოლიტიკას არ ეშვებიან, რაც საკუთარი სამშობლოს, ეკლესიისა და მისი პატრიარქის მიმართ ჰქონდათ. ეს ადამიანები საზოგადოებას მხოლოდ საკუთარ სახეს აჩვენებენ. ეკლესიაში ჩარევა და ხელის ფათური არ გამოუვათ. ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს კარგად დაანახა, თუ როგორ დგას პატრიარქის და მისი შეხედულებების გარშემო. ამიტომ რადიკალების ნებისმიერი მცდელობა ფუჭი აღმოჩნდება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.