“ჩვენ ვართ განსაკუთრებული შანტაჟის ობიექტები, რადგან არ ვასრულებთ მიღებულ დავალებებს, დავალებები მიიღება მხოლოდ ქართული საზოგადოებისაგან” – გორდულაძე

“ჩვენ მიმართ განსაკუთრებული თავდასხმები ხორციელდება. ჩვენ ვართ განსაკუთრებული შანტაჟის ობიექტები, რადგან არ ვასრულებთ მიღებულ დავალებებს და დავალებები მიიღება მხოლოდ ქართული საზოგადოებისაგან”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

როგორც დეპუტატი განმარტავს, სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევები, ამავდროულად, ყველაფერი განსხვავებულის რუსულად შერაცხვა არა მხოლოდ ევროპარლამენტარების მხრიდან დასტურდება, არამედ – აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელების მხრიდანაც.

“ისინი პირდაპირ მიუთითებენ, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც არ მოსწონთ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები, კონკრეტული ქვეყნების გადაწყვეტილებები და შემდეგ, ყველანაირად რომ გააშავონ ეს პიროვნებები, ყოველთვის პრორუსულის ან რუსის სტატუს მიაწებებენ და ცდილობენ როგორმე გააშავონ საზოგადოებაში. ამ ძალებმა როგორც არ უნდა სცადონ სიმართლის და სიტყვის თავისუფლების ჩახშობა ჩვენს ქვეყანაში, მათ ყოველთვის ხელი მოეცარებათ”, – ამბობს გორდულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები