„ნიჭიერის“ ხმის რეჟისორი ამალიას ნამღერის შესახებ განმარტებას აკეთებს

პროექტ „ნიჭიერის“ ხმის რეჟისორი კახა ხოშტარია ამალია ჯიბლაძის ნამღერზე ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. როგორც ხოშტარია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, მის პრაქტიკაში ჰქონია შემთხვევები, როდესაც მომღერლის შერულებამ გააშეშა და ერთ-ერთი ასეთია ამალია ჯიბლაძე. როგორც რეჟისორი წერს, მას შეუძლია დარწმუნებით თქვა, რომ ამალიამ ცოცხლად იმღერა.
“ყოველთვის თავს ვიკავებდი მომღერლების მიერ ჩადენილ შეცდომებზე და სასაცილო პრეტენზიებზე რაიმე დამეწერა, როგორც ხმის რეჟისორს. წლების განმავლობაში ვმუშაობ ამ სფეროში და თითქმის ყველა სატელევიზიო პოროექტის ხმის რეჟისორი ვარ, შემხვედრია უამრავი კარგი მომღერალი, ძალიან კარგი და მომღერალი, რომელმაც მუშაობის დროს გამაშეშა. ასეთი ჩემს მუშაობის პრაკტიკაში სულ რამოდენიმე იყო და მათ შორის არის ამალია ჯიბლაძე. შემიძლია თავი დავდო კონკრეტულ ამ შემთხვევაზე, რომ ის ნამდვილად ცოცხლად მღეროდა და მე კახაბერ ხოშტარია – ხმის რეჟისორი ვიჯექი ხმის მიქშერთან და მე თვითონ ვაკონტროლებდი მის მიკროფონს…
ნუ შეგვშურდება ისეთი ადამიანების, რომლებმაც იციან, როგორ უნდა იმღერონ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ის პროფესიონალია თუ თვითნასწავლი, მთავარია, რომ გულით მღერის ადამიანი და მოსმენის დროს გაჟრიალებს, რაც ძალიან აკლიათ ქართველ მომღერლებს… აი პრეტენზიებისგან მაჟრიალებს, როდესაც მთხოვენ, ვარდისფერი ხმა, როცა უნდათ, ან ჰაერი რომ სჭირდებათ სიმღერის დროს… იმღერეთ გულით და ნუ იმღერებთ ისე, უბრალოდ, ფულის გულისთვის…. და ჰაერიც იქნება და ფერებიც”, – წერს ხოშტარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები