ალექსი პეტრიაშვილი სვანეთისა და თბილისის სკოლების პედაგოგებს შეხვდა

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სვანეთის რეგიონისა და თბილისის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა.
შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით თბილისში პედაგოგებისთვის გამართული ორდღიანი სემინარის „ჩვენი ევროპული მომავალი“ ფარგლებში გაიმართა. სამინისტროს ცნობით, სემინარი მიზნად ისახავდა სვანეთის რეგიონისა და თბილისის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების, ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლების ინფორმირებას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე. სემინარის ფარგლებში, ასევე, შეხვედრები გაიმართა ესტონეთისა და ლიტვის საელჩოში და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები