დედაქალაქის მერია “ნაციონალურ მოძრაობას” მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

დედაქალაქის მერია თანამშრომლების მიმართ “ნაციონალურ მოძრაობას” მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გაავრცელეს მცდარი ინფორმაცია მერიის სოციალური საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის, ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანამშრომლის ვასილ ბექაურისა და საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლის კახა გავაშელის ნასამართლეობასთან დაკავშირებით.
“სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული პარტია მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. მათ მიერ ამჯერადაც ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ადასტურებს ოფიციალური დოკუმენტები, რომლის თანახმადაც, არც ერთი ეს თანამშრომელი “არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება”, _ ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებას თან ერთვის შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცნობა, რომ აღნიშნული პირები ნასამართლევი არ არიან.

ვაჟა გავაშელი-page-001_tbilisi.gov.ge_1414682502

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები