ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის სამხრეთით სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო დღეებში, 91-ე დივიზიის ძალებმა სამხრეთ ლიბანში ძირითადი სამიზნეების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს, რომლის მიზანიც წინა თავდაცვის ზონის გაფართოებაა.
“ოპერაცია მოიცავს ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურებას და ტერიტორიაზე მოქმედი მებრძოლების ლიკვიდაციას, რათა აღმოიფხვრას საფრთხეები და შეიქმნას დამატებითი უსაფრთხოების ბუფერული ზონა ჩრდილოეთის მცხოვრებლებისთვის”,- ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი “ჰეზბოლას”, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილ კამპანიას შეუერთდა, წინააღმდეგ მოქმედებებს გააგრძელებენ და არ დაუშვებენ, რომ ისრაელის მოქალაქეები დაზარალდნენ.