ქართულმა ფილმმა ტამპერეს კინოფესტივალზე გრანპრი მოიპოვა
ქართულმა ფილმმა – „მემკვიდრეობითი სიჩუმე“ – ტამპერეს კინოფესტივალზე მთავარი პრიზი – გრანპრი მოიპოვა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მოიგო ასეთი A კლასის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, მარტივი არ არის“, – ამბობს მარიამ ხაჭვანი, – მადლობა Tampere Film Festival, მადლობა ჩემს უმაგრეს ჯგუფს და მადლობა თქვენ – ყველას ამდენი თბილი სიტყვისთვის“.
ტამპერეს კინოფესტივალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ოსკარის კვალიფიკაციის მქონე ფესტივალია.