“დიალოგის ნაკლებობა რომ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის, ამას ეუთოს დელეგაციის ჩამოსვლა არ სჭირდება, ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიცით” – ნიკოლოზ სამხარაძე

“დიალოგის ნაკლებობა რომ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის, ამას ეუთოს დელეგაციის ჩამოსვლა არ სჭირდება, ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიცით”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს.

როგორც ის განმარტავს, დიალოგის ნაკლებობას აქვს ერთი მთავარი მიზეზი და ეს მიზეზი არის ის, რომ ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს.

“შესაბამისად, ისინი არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლებას და ისინი არ შემოდიან პარლამენტში, აქედან გამომდინარე, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ მათთან გვქონდეს პოლიტიკური დიალოგი.

ეს ყველაფერი დელეგაციას ჩვენ ძალიან კარგად ავუხსენით, თუმცა ისინი იყვნენ ისედაც ინფორმირებულები, რადგან ეს სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელმაც 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით დადო დასკვნა. ჩვენ გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები,” – აცხადებს სამხარაძე.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის და დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები