“არ დაგვავიწყდეს, არჩევნების შემდეგ, ეუთო-ს ჰქონდა დასკვნა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა და ქვეყანაში არჩეული ხელისუფლებაა” – ვოლსკი

“ეუთო-ს დელეგაცია საქართველოში ჩამოსულია სასაუბროდ, მათ შორის, ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან, ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ახასიათებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეუთო-ს ჰქონდა დასკვნა, რომ საქართველოში არჩევნები შედგა და ქვეყანაში არჩეული ხელისუფლებაა.

„ეუთო-ს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა – შვეიცარია ჰყავს. შვეიცარია საკმაოდ აქტიურია. მისი წარმომადგენელი ყოველთვის აქტიური იყო ჟენევის მოლაპარაკების ფორმატშიც. არ დაგვავიწყდეს, არჩევნების შემდეგ, ეუთო-ს ჰქონდა დასკვნა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა, საქართველოში არჩეული ხელისუფლებაა. ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობის საკითხებში შეიძლება, რაღაც პრობლემები წარმოიშვას, მაგრამ მთავარი ჯერ ისაა, რომ ჩამოსული არიან სასაუბროდ, მათ შორის ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან, ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ახასიათებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონს.
ეუთო-ს დელეგაცია საქართველოში რომც არ ჩამოსულიყო, ე.წ. ოპოზიციას დღის წესრიგი რაც აქვს, არ შეცვლილა. არც შეიცვლება, ვიდრე სხვა ინსტრუქცია არ ექნებათ. უკვე არაერთხელ ვიხილეთ მათი ქმედებები და მიზანი, მათ შორის რუსთაველის გამზირზე, პრეზიდენტის სასახლეზე შეტევისას.
ხან ეუთო-ს დელეგაცია ჩამოვა საქართველოში, ხან სხვა დელეგაცია, მაგრამ ის ზღაპარი, ის სცენარი, ის აგრესია და მავნებლობა, რომელიც ე.წ. ოპოზიციას ახასიათებს, არანაირად არ შეიცვლება, არც შინაარსით და არც ქმედების სცენარით“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები