ვოლსკი – ლომჯარია-ფიშერის შეხვედრაზე: მათი მიზანია, როგორმე საქართველოში ბომბი ჩამოვარდეს, ეკონომიკური სანქცია დაწესდეს, ქუჩაში მეტი ხალხი გამოვიდეს და ა.შ.

“ფიშერსა და ლომჯარიას აქვთ დღის წესრიგი, რომელიც ერთსა და იმავე თემებს ეხება. ამ დღის წესრიგის იქით, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, არანაირი ახალი თემა არ არის შეთავაზებული”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ის ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიასა და გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შეხვედრას გამოეხმაურა.

„უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იყენებენ შანტაჟისთვის. სხვა თემები არ განხილულა და არც განიხილება, რადგან სხვა რესურსი არ აქვთ. მათი მიზანია, როგორმე საქართველოში ბომბი ჩამოვარდეს, ეკონომიკური სანქცია დაწესდეს, ქუჩაში მეტი ხალხი გამოვიდეს და ა.შ. სხვა თემები არც არასოდეს განხილულა და არც განიხილება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები