ლტოლვილთა სამინისტრო 2015 წელს რამდენიმე პროექტს განახორციელებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი ჩუღურეთის რაიონის გამგებელს ზურაბ ჩიკვილაძესა და ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატს საკრებულოში რიმა ბერაძეს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ნაძალადევის რაიონში არსებული დევნილთა ჩასახლებების პრობლემები განიხილეს და მათი გადაჭრისათვის საჭირო ღონისძიებები დაგეგმეს.
შეხვედრას ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები დევნილებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც საკუთარი პრობლემები პირადად გააცნეს მთავრობის წარმომადგენლებს.
შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამინისტროსა და გამგეობის თანდაფინანსებით 2015 წელს რამდენიმე პროექტი განხორციელდება.
წინამძღვრიშვილის N221-ში მდებარე შენობას, სადაც 268 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, სახურავი გამოეცვლება. გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება მარუაშვილის ქ. N50-ში მდებარე დევნილთა საცხოვრებელს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება აღმაშენებლის ქ. N138-ში მდებარე კორპუსს, სადაც 68 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
სამინისტრო და ჩუღურეთის გამგეობა დევნილთა პრობლემების გადაჭრის კუთხით მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები