პაკისტანმა ავღანეთთან მოლაპარაკებები გამორიცხა

პაკისტანი ავღანეთთან მოლაპარაკებებს მანამ არ დაიწყებს, სანამ ქაბული არ შეწყვეტს შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერას, რომლებიც მისი ტერიტორიიდან საზღვრისპირა თავდასხმებს ახორციელებენ.

აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფის ოფისის წარმომადგენლის, მოშარაფ ზაიდის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

„მოლაპარაკებები არ იქნება. ავღანეთში ტერორიზმი უნდა დასრულდეს“, – თქვა მან.

როგორც მედია აღნიშნავს, პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე, სადაც შეტაკებები ერთ კვირაზე მეტია გრძელდება, ვითარება უკიდურესად დაძაბული რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები