საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო ირანში ბირთვული ობიექტის შენობის დაზიანებას ადასტურებს

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ (IAEA) დაადასტურა, რომ ნატანზში მდებარე ირანის ბირთვული ობიექტის შენობები დაზიანდა,-ამის შესახებ სააგენტოს სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„უახლესი ხელმისაწვდომი თანამგზავრული სურათების საფუძველზე, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს შეუძლია დაადასტუროს ირანის ქალაქ ნატანზში მდებარე მიწისქვეშა საწვავის გამდიდრების ქარხნის შესასვლელი შენობების დაზიანება. რადიოლოგიური შედეგები არ არის მოსალოდნელი და თავად ქარხნაზე შემდგომი ზემოქმედება არ დაფიქსირებულა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები