რატი იონათამიშვილი: თუ პატივცემული სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილის წერილს ყურადღებით წაიკითხავს დილა-საღამოს, მისთვის უკეთესი იქნება
“თუ პატივცემული სტეფანჩუკი მას ყურადღებით წაიკითხავს დილა-საღამოს, მისთვის უკეთესი იქნება და იქნებ განცდები ზოგიერთ გადაწყვეტილების მიმღებ პირსაც გაუზიაროს”, – ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარის
რუსლან სტეფანჩუკის განცხადებას.
იონათამიშვილის თქმით, ქართული მხარე ყოველთვის მართალია.
„ეს [წერილი] იყო ღირსების გაკვეთილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან. თუ პატივცემული სტეფანჩუკი მას ყურადღებით წაიკითხავს დილა-საღამოს, მისთვის უკეთესი იქნება და იქნებ განცდები ზოგიერთ გადაწყვეტილების მიმღებ პირსაც გაუზიაროს. ჩვენ ვხედავდით აბსოლუტურად არათუ ორმაგ სტანდარტს, ან მხოლოდ პოლიტიკურ უმადურობას, არამედ პირიქით, პირდაპირ მოწოდებას და ეს ძალები ედგნენ ავანგარდში, როდესაც საქართველოში ომის ჩათრევაზე იყო საუბარი. ჩვენ ყოველთვის ვართ მართლები და ამ სიმართლეში არის ჩვენი ძალა“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: “ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს. არც ზელენსკი და არც ბრიუსელი არ იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას. ეს არის უმადური ხალხი”.
პაპუაშვილის განცხადებას სტეფანჩუკი გამოეხმაურა: “უკრაინას არ სჭირდება დარიგებები იმ მორალისტებისგან, რომლებიც „რუსული სამყაროს“ ნარატივების რეტრანსლატორებად გვევლინებიან”.