ირაკლი ქადაგიშვილი – სტეფანჩუკის განცხადებაზე: მათი ხედვაა, რომ ომში საქართველოც უნდა იყოს ჩართული

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა.

“ის მხარდაჭერა, რაც ჩვენ პირველივე დღიდანვე გამოვუცხადეთ, მათთვის არასაკმარისი და მიუღებელი იყო. მათთვის მთავარი იყო საქართველო ყოფილიყო ერთგვარი პირდაპირი დაპირისპირების ხაზი რუსეთთან.

ჩვენ გვახსოვს მათი მოწოდებები – „დროა ქართველებო, კარგი ამინდია, რუსეთს ახლა არ სცალია, გაიყოლეთ ტანკები და შედით აფხაზეთსა და ცხინვალში“. ამ ხატოვანი გამონათქვამით მთლიანად მათი დამოკიდებულება იყო გაცხადებული. ეს არის მათი ხედვა, რომ ამ ომში საქართველოც უნდა იყოს ჩართული“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის,
რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, გაეროს რეზოლუციისთვის „მხარდაჭერა“, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ქველმოქმედება ან გმირობა არ არის.
ასევე პაპუაშვილის განცხადების საპასუხოდ მან განაცხადა: “უკრაინას არ სჭირდება დარიგებები იმ მორალისტებისგან, რომლებიც „რუსული სამყაროს“ ნარატივების რეტრანსლატორებად გვევლინებიან”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები