ირაკლი ქადაგიშვილი: „მეხუთე კოლონის“ იდეოლოგიური და პოლიტიკური მიზნები საქართველოში დამარცხდა არჩევნებში, თავისუფალი მედიის სივრცეში და ამიტომ ერთგვარი ვენდეტა წამოიწყეს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ და POSTV-ის დასანქცირებას გამოეხმაურა.

„არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც ფინანსდებოდა გარედან და დამარცხებული რადიკალური პარტიები, რომელიც არჩევნებში დამარცხდნენ, არის ის წრე, საიდანაც საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გზავნილები მიდის დასავლეთისკენ. ფაქტობრივად ეს არის დამარცხების აღიარება. „მეხუთე კოლონის“ იდეოლოგიური და პოლიტიკური მიზნები საქართველოში დამარცხდა არჩევნებში, თავისუფალი მედიის სივრცეში და ამიტომ ერთგვარი ვენდეტა წამოიწყეს, მაგრამ დამარცხებულის ამით [მედიების სანქცირებით] გაცოცხლება ვერ მოხერხდება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა “ქრონიკასთან”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები