“ქართველ ხალხს ერთ რამეს გეტყვით – გსურთ ევროკავშირში შესვლა? თქვენ იქ მოხვდებით ცუდ დროს; მოხვდებით იმ დროს, როდესაც იქნება მხოლოდ ვალი” – ტიერი მარიანი
“ქართველ ხალხს ერთ რამეს გეტყვით – გსურთ ევროკავშირში შესვლა? თქვენ იქ მოხვდებით ცუდ დროს. მოხვდებით იმ დროს, როდესაც იქნება მხოლოდ ვალი. გსურთ – ჩვენთან ერთად ვალი გადაიხადოთ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მარიანის თქმით, საჭიროა, რომ შეჩერდეს USAID-ის ფულის ჩანაცვლება ევროპული ფულით.
„აბსოლუტურად ვეთანხმები მისტერ ლასლოს – ეს იყო ბაიდენის პერიოდში. ახლა, საბედნიეროდ, ტრამპმა ეს შეაჩერა და ახლა ცდილობენ აქ ფულის მოძებნას. ევროკავშირი ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ქსელი შეინარჩუნოს.
პირველ რიგში, არის კერძო დახმარება. ბოდიში, მაგალითად, ბატონი სოროსი ან სხვა პიროვნება სახელმწიფოს ფულს არ საჭიროებს. მათ აქვთ საკუთარი ფული და აგრძელებენ მუშაობას, რათა ზოგიერთ ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაიწყოს.
ხდება მთავრობების პოლიტიკაში ჩარევა.
ამიტომ, უნდა შევაჩეროთ USAID-ის ფულის ჩანაცვლება ევროპული ფულით. ქართველ ხალხს ერთ რამეს გეტყვით. გსურთ ევროკავშირში შესვლა? თქვენ იქ მოხვდებით ცუდ დროს. მოხვდებით იმ დროს, როდესაც იქნება მხოლოდ ვალი. გსურთ ჩვენთან ერთად ვალი გადაიხადოთ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, – აცხადებს მარიანი.