,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ“ საქმიანობის შედეგები შეაჯამა

,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ ინფორმაციით, ერთწლიანი საქმიანობის ფარგლებში სრულად გადამუშავდა 850 ტონა გამოყენებული ზეთი და 310 ტონა აკუმულატორი.

ორგანიზაციის ცნობით, შეგროვებული 3600 ტონა საბურავიდან უდიდესი ნაწილი რეციკლირების პროცესშია ჩართული. ასოციაციის შეფასებით, ჯამში 5 000 ტონა სხვადასხვა ტიპის ნარჩენი ნაგავსაყრელზე მოხვედრის ან არალეგალური განადგურების ნაცვლად გადამუშავების ციკლში გადავიდა.

შეგროვება მხოლოდ საწყისი ეტაპია. ნარჩენების მართვის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორ გადამუშავებას აქვს, რაზეც გუნდი ყოველდღიურად მუშაობს, – აცხადებენ ,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციაში“.
როგორც ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ვანო მთვრალაშვილი აცხადებს,ნარჩენების სწორი მართვა გარემოზე ზემოქმედების შემცირების მნიშვნელოვანი მექანიზმია და პროცესში ბიზნესსექტორის ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

,,ნარჩენების ბიზნეს ასოციაციამ“ ნარჩენების შეგროვება დაიწყო 2023 წლიდან. ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს თბილისსა და რეგიონებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები