ნიკა მემანიშვილი დაკითხვაზე იმყოფება
ამ წუთებში ე.წ. მოდულის შენობაში უფლებადამცველ ნიკა მემანიშვილს ჰკითხავენ. როგორც მან დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, სამართალდამცველებს ინფორმაცია „ნაციონალირი მოძრაობის“ გეგმებზე უნდა მიაწოდოს. მისი თქმით, ყოფილმა მმართველმა გუნდმა დესტაბილიზაციის გეგმა შეიმუშავა.
„გიორგი ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილი შეხვდნენ ერთმანეთს სარფში. იქ დაიგეგმა და მიზანმიმართულად, ეტაპობრივად მიმდინარეობდა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მართული არასამთავრობების მიერ ნაბიჯები და კულმინაცია უნდა იყოს 15 ნოემბრის აქციაზე“, – განაცხადა მემანიშვილმა.