სირიის ლიდერი: ჩვენ არ ვართ მათ შორის, ვისაც ომის ეშინია

დრუზების მოქალაქეებისა და მათი უფლებების დაცვა სირიის ხელისუფლების პრიორიტეტია,- ამის შესახებ ქვეყნის დროებითი პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა აცხადებს.

ეს განცხადება ქვეყნის ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელმა პირობა დადო, რომ სამხრეთ სირიაში დრუზებზე თავდასხმის გამო სირიის სამთავრობო ძალებს გაანადგურებდა.

ალ-შარაა ისრაელის საჰაერო დარტყმებს გამოეხმაურა და დრუზ მოქალაქეებს მიმართა. მისი თქმით, სირიელ ხალხს ომის არ ეშინია და მზადაა საბრძოლველად, თუ მათ ღირსებას საფრთხე დაემუქრება.

“ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ მცდელობას, თქვენ გარე მხარის ხელში ჩაგაგდონ. ჩვენ არ ვართ მათ შორის, ვისაც ომის ეშინია. მთელი ცხოვრება გამოწვევების წინაშე და ჩვენი ხალხის დასაცავად გავატარეთ, მაგრამ სირიელების ინტერესები ქაოსსა და განადგურებაზე წინ დავაყენეთ”,- აღნიშნა სარაამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები